მოურინიომ სონის ტრავმის სირთულეზე ისაუბრა

28-09-2020, 12:34

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურში ლონდონის "ტოტენჰემმა" "ნიუკასლს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

თამაშის მიმდინარეობის დროს "დეზების" ლიდერმა, სონმა დაზიანება მიიღო, რის გამოც შესაცვლელი შეიქნა. მატჩის შემდგომ კორეელის ტრავმის სირთულეზე ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.

"საქმე გვაქვს ბარძაყის კუნთის დაზიანებასთან. ამ მომენტში არ ვიცით, რამდენად რთულია ტრავმა. არ ვიცით, შეძლებს თუ არა მომდევნო მატჩამდე გამოჯანმრთელებას."

შეგახსენებთ, რომ მომდევნო კვირაში "ტოტენჰემს" სამი დაპირისპირება უწევს "ჩელსისთან" კარაბაოს თასზე, ჰაიფას "მაკაბისთან" ევროპის ლიგაზე და მანჩესტერ "იუნაიტედთან" პრემიერლიგაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით