"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

27-09-2020, 18:29

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"კლაკსვიკთან" მატჩამდე გუნდთან საუბარი მქონდა, ბიჭებს ვესაუბრე და ვეხუმრე კიდეც - აქ მხოლოდ მოგება, წაგებას არავინ გვაპატიებს, თუ წააგებთ შეგიძლიათ აქ დარჩეთ, თვითმფრინავი საქართველოში ცარიელი გაფრინდება-მეთქი".

"როგორც გულშემატკივარს ჰქონდა მოლოდინი, ისეთ განწყობაზე ვიყავი მეც, გუნდის დანარჩენი ხელმძღვანელები და თვითონ, ფეხბურთლებიც".

"პირადად მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, მოხდა ეს ფაქტი და ძალიან მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? მოგვიგეს თამაში. წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგება გაუმართლებელია. მეც ისეთი განცდა მქონდა, როგორიც ჩვენს გულშემატკივრებს - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ფარერებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან წინ წავიდა, მაგრამ მაინც... რით შეიძლება ვანუგეშო ჩვენი ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ჯგუფში შესვლა და ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ ამისათვის", - განაცხადა ფიფიამ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

საქართველოს თასის ფინალი გადაიდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით