კახა კალაძე: "მხოლოდ "დინამო" ხომ არ არის? ამ საქმისთვის, ის ძალიან სუსტია"

28-09-2020, 14:18

"დინამო თბილისის" მიერ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტორშავნში, ადგილობრივი კლაკსვიკის წინააღმდეგ განცდილ მარცხს ყოფილი დინამოელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად, თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.

"ამხელა ისტორიის მქონე გუნდი, ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო".

"მე არ ვიცი, ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს რა დამოკიდებულება აქვთ - ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები?! ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ დინამო თბილისი ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში. არ ვიცი..."

"რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან სუსტი მენეჯერია",-კალაძის კომენტარს პალიტრანიუსი ავრცელებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

საქართველოს თასის ფინალი გადაიდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით