ფიფია: "მას ხელფასი 25 000 ევრო ჰქონდა, თუმცა რა. მერე გავდივართ დაა..."

28-09-2020, 17:34

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ იმ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა, რომელიც თბილისურ გუნდში ახლა სუფევს. ფარერების გუნდთან 1:6 წაგების შემდეგ საქართველოში "დინამოს" სერიოზული კრიტიკა დაატყდა თავს.

ფიფიას თქმით, ამ წაგებას თავისი გუნდისგან არ ელოდა და თავის მხრივ, წარმატებისთვის იგი ყველაფერს აკეთებდა.

"ამას არავინ ელოდა. მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდი. ფარერებზე 2 დღით ადრე ჩარტერით ჩავედით, რადგან გუნდს სათანადოდ დაესვენე და მომზადებულიყო".

"ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს გუნდში ვერ ვაჩერებთ, მათ თავიდანვე წასვლის სურვილი აქვთ, ხოლო ლეგიონერების ჩამოყვანა იოლი საქმე არაა. იცით, ადრე ჩისკოს 25 000 ევროს ვუხდიდით ხელფასს, ხოლო გიორგი ლორიას 20 000 დოლარს, თუმცა შედეგი ვერ დავდეთ, ჯგუფში მაინც ვერ გავედით".

"მე ვაფინანსებ ისე გუნდს, რისი საშუალებაც მაქვს. პირდაპირ ვაცხადებ, საკმარისი ბიუჯეტი არ გაგავაჩნია". - ამბობს ფიფია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით