ფერდინანდი: "სანჩო მანჩესტერის პრობლემებს ვერ გადაჭრის"

28-09-2020, 23:12

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მანჩესტერ "იუნაიტედი" დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერის, ჯეიდონ სანჩოს დამატებაზე მუშაობს.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი "წითელი ეშმაკების" ლეგენდარულმა მცველმა, რიო ფერდინანდმა გააკეთა.

"გუნდი ყველაფერს აკეთებს, გარდა დაცვის გაძლიერებისა. პირველივე თამაშებში გამოჩნდა, რომ ცენტრში პრობლემები არსებობს, თუმცა, ყურადღებას არავინ აქცევს."

"შეხედეთ "ლივერპულს". ჰქონდათ მეკარის პრობლემა? დაიმატეს ალისონი. გამოასწორეს დაცვის ხაზში შეცდომები ვან დაიკის მოყვანით და ახლა ისინი საუკეთესოები არიან."

"მეც მსურს, რომ სანჩო მანჩესტერში ვიხილო, ის უდიდესი ტალანტია. თუმცა, მარტო მისი მოყვანა პრობლემებს ვერ გადაჭრის. საჭიროა ძირეული ცვლილებები." - აცხადებს რიო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

გრიგალავა ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით