მარტინესის ამბავი უკვე დასრულდა

28-09-2020, 20:16

როგორც იცით, გუშინ ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას სუარესის შემცვლელად "ინტერიდან" ლაუტარო მარტინეს დაიმატებდა. აღნიშნული სიახლე დღევე გაბათილდა.

გავრცელებული ცნობით, კატალონელთა ხელმძღვანელობა არ აპირებს გამოყოს 80 მილიონი ევრო 23 წლის არგენტინელის შესაძენად. მიზეზი კვლავაც კლუბში რთული ფინანსური მდგომარეობაა.

იტყობინებიან, რომ მარტინესს "ბარსელონაში" თამაში თავისი თანამემამულის ლიონელ მესის გამო სურს, მაგრამ ესპანური კლუბის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, საბოლოოდ შეურიგდა არსებულ სიტუაციას და ახლა, მთლიანად კონცენტრირებული იქნება "ინტერში" გამოსვლაზე.

არგენტინელი ფორვარდი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით