სანჩო "მანჩესტერში" ვერ გადავა

29-09-2020, 18:14

გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით, ჯეიდონ სანჩო სათამაშოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვერ გადავა. პრობლემა ფეხბურთელთან დაკავშირებით სატრანსფერო თანხაა.

"დორტმუნდი" გარემარბისთვის 120 მილიონ ევროს ითხოვს, რომლის გადახდაც "იუნაიტედს" არ შეუძლია და მზადაა მხოლოდ 80 მილიონი გადაიხადოს.

როგორც ცნობილი ხდება, მანჩსტერში უკვე მუშაობენ ჯეიდონს ალტერნატივაზე.

სავარაუდოდ, ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე კიდევ ერთხელ 2021 წელს დადგება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით