"ბაიერნს" სანე და ალაბა გამოაკლდა

29-09-2020, 19:51

მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლეროი სანემ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

"რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის, ჰანს ფლიკის განცხადებით, ახალგაზრდა ვინგერმა მუხლის დაზიანება მიიღო. უკვე გადაწყვეტილია, რომ ის "დორტმუნდის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

გარდა ამისა, ფლიკის თქმით, ასევე კუნთის პრობლემები აწუხებს დავიდ ალაბასაც და მისი თამაში მომდევნო მატჩში ძალზე სათუოა.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" 30 სექტემბერს დაუპირისპირდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით