"მანჩესტერი" "დორტმუნდს" სანჩოს ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართავს

29-09-2020, 22:04

გავლენიანი სპორტული გამოცემა Skysports-ის ინფორმაციით, ამ კვირაში "მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდს" ჯეიდონ სანჩოს თაობაზე ოფიციალურად მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ ხვალ დორტმუნდის "ბორუსია" გერმანიის სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება, თუმცა ჯეიდონ სანჩო ბორუსიას განაცხადში არ არის.

ამის მიზეზად გერმანული გუნდი რესპირატორული (სასუნთქი) სისტემის პრობლემას ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბერს იხურება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით