"დორტმუნდს" ორი ლიდერი გამოაკლდა

29-09-2020, 23:21

30 სექტემბერს გერმანიის სუპერთასის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს.

"რეკორდმაისტერის" მსგავსად სტუმრებიც მატჩს დიდი დანაკლისით ხვდებიან. გუნდს ერთი დღით ადრე ერთბაშად ორი ლიდერი გამოაკლდა.

კერძოდ, საუბარია ჯეიდონ სანჩოსა და რომან ბიურკიზე. ორივე მათგანს რესპირატორული ინფექცია დაუდგინდა და არცერთი მათგანი არ გაყვება გუნდს მიუნხენში.

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში "ბაიერნს" ლეროი სანე და დავიდ ალაბა ვერ დაეხმარებიან ტრავმების გამო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

გრიგალავა ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით