არველაძემ "დინამოს" წარუმატებლობის მთავარი მიზეზი დაასახელა

30-09-2020, 12:20

ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა არჩილ არველაძემ თბილისის "დინამოს" შესახებ ისაუბრა და ამ გუნდის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი დაასახელა.

"ჩემი აზრით, პრობლემა ისაა, რომ გუნდს არასდროს ჰყოლია კარგი და კვალიფიციური მთავარი მწვრთნელი. ამგვარად, სულ ასე იქნება, ხოლო აღნიშნულ მარცხში დამნაშავეები მწვრთნელი და ფეხბურთელები არიან".

"ჩისკომ ჯერ ისწავლოს მწვრთნელობა, შემდეგ ქართველი ფეხბურთელების უნარები შეისწავლოს, ხოლო შემდეგ მოვიდეს და გაწვრთნას თბილისური გუნდი".

"სად არის ახლა ჩისკო? იგი მატჩის შემდეგ არ გამოჩენილა და სიტყვაც კი არ უთქვამს" . - აცხადებს არველაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში სტუმრად, ფარერის კუნძულების "კლაკსვიკთან" 1:6 წააგო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით