"ტოტენჰემის" ნაცვლად ბეილი შეიძლებოდა სხვა გუნდში აღმოჩენილიყო

2-10-2020, 16:21

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავს, გარეთ ბეილს, მიმდინაე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურდა, თუმცა გარიგება ჩაიშალა.

როგორც ირკვევა, ამ ყველაფრის მიზეზი ედ ვუდვორდია, რომელიც ტრანსფერს ძალიან აყოვნებდა. მედიაზე დაყრდნობით, „წითელი ეშმაკები“ ჯერაც ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობდნენ, რის გამოც 31 წლის შემტევის ტრანსფერი დაყოვნდა.

საბოლოოდ, ბეილი კვლავ ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუბრუნდა, სადაც 1 წლიანი იჯარითაა გადასული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით