დაიერი: "ხელით თამაშის წესი გადასახედია"

4-10-2020, 16:59

ლონდონის "ტოტენჰემის" მცველმა, ერიკ დაიერმა განაცხადა, რომ ხელით თამაშის შემდგომ თერთმეტმეტრიანის დანიშვნის წესი შესაცვლელია.

"ამ წესის შემოღების შემდეგ დაცვაში თამაში ძალიან რთული გახდა. შენ თითქოს თავისუფლება დაკარგე. შეზღუდული ხარ მოქმედებებში. ნებისმიერ მომენტში უნდა ელოდო საფრთხეს."

"ამ პოზიციას თითქმის ყველა ეთანხმება, რაც ფეხბურთში ძალიან იშვიათი მოვლენაა. შესაბამისად, ალბათ მართლები ვართ." - აცხადებს დაიერი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით