"ნაპოლის" წინააღმდეგ საქმე აღიძრა

7-10-2020, 14:21

სერია ა-ს სადისციპლინო კომიტეტმა საქმე აღძრა "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" მატჩზე, რომელიც კვირას არ გაიმართა, რადგან "ნაპოლიმ" ვერ შეძლო ტურინში მატჩზე გამგზავრება.

საქმე ისაა, რომ ნეაპოლურ კლუბს, რომლის ორმა ფეხბურთელმა ჩააბარა კორონავირუსზე დადებითი ტესტი, არ მიუღია მგზავრობაზე ნებართვა ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოებისგან.

მაგრამ ლიგის პროტოკოლი შესაძლებლად მიიჩნევდა ამ მატჩის გამართვას, ამიტომაც, "ნაპოლის" ემუქრება ტექნიკური წაგება 0:3 გამოუცხადებლობის გამო. მაგრამ სადისციპლინო კომიტეტმა ახსნა, რომ მათ ბევრი დრო სჭირდებათ საქმის შესასწავლად და საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით