ოფიციალურად: გიოტცე "პსვს" ფეხბურთელია

7-10-2020, 15:17

დორტმუნდის "ბორუსიას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, მარიო გიოტცე კარიერას ჰოლანდიურ "პსვში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს გოლის ავტორმა კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"ზაფხულის განმავლობაში არაერთი შეთავაზება მივიღე, თუმცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა." - აცხადებს გიოტცე.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი "დორტმუნდში" გაატარა, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით