მოდრიჩი: "მომავალში ბეილს აუცილებლად დადებითად გაიხსენებენ"

7-10-2020, 15:21

მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ლუკა მოდრიჩმა ყოფილ თანაგუნდელ გარეთ ბეილზე ისაუბრა.

"გარეთთან ერთად ჩემი პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილი გავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდებული ადამიანია."

"რასაც მასზე პრესაში ამბობენ სიცრუეა. მან ესპანური ენა ძალიან კარგად იცის და ვარჯიშების დროს ხშირად ხუმრობს ხოლმე. უბრალოდ, არ უყვარს ჟურნალისტებთან ხშირი კონტაქტი და საუბარი."

"ბეილმა მადრიდში უდიდესი კვალი დატოვა და დარწმუნებული ვარ, რომ წლების შემდეგ მას როგორც "რეალის" ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს ისე გაიხსენებენ." - აცხადებს ლუკა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით