მილანურ დერბამდე "ინტერში" სიტუაცია გამწვავდა

9-10-2020, 19:09

"ინტერი" 23 წლის რუმინელი მეკარე იონუც ანდრეი რადუ კლუბის მე-5 ფეხბურთელი გახდა, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, მოგვიანებით კი, ის მილანურ კლუბშიც დაადასტურეს.

უფრო ადრე COVID 19-ზე დადებითი ტესტი ინტერის მცველებს ალესანდრო ბასტონისა და მილან შკრინიარს, ასევე ნახევარმცველებს - რაჯა ნაინგოლანსა და რობერტო გალიარდინის აღმოაჩნდათ.

აღნიშნული "ინტერს" რთულ მდგომარეობაში აყენებს სერია ა-ს მომავალი ტურის წინ, რომელშიც კლუბის მეტოქე თანაქალაქელი "მილანი" იქნება.

დერბი 17 ოქტომბერსაა დანიშნული. შეგახსენებთ, რომ 3 ტურის თავზე "ინტერს" 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში სასუოლოსთან ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით