"სიტი" პოჩეტინოს კონტრაქტს შესთავაზებს

12-10-2020, 14:07

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" გეგმავს, რომ მაურისიო პოჩეტინოს კონტრაქტი შესთავაზოს.

იტყობინებიან, რომ "სიტიმ" შესაძლოა კონტრაქტი არ გაუგრძელოს ხოსეპ გვარდიოლას, რომლის ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში იწურება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოჩეტინოს კანდიდატურას აქტიურად განიხილავს "მანჩესტერ იუნაიტედი".

პრემიერლიგაში ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ, "მანჩესტერ სიტი" ოთხი ქულით ცხრილში მე-14 ადგილზეა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით