"ნაპოლიმ" მილიკი გარიცხა

12-10-2020, 14:43

პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკი "ნაპოლის" შემადგენლობიდან გარიცხეს.

გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელი არ იქნება არც სერია ა-ს და არც ევროპის ლიგის განაცხადში.

ნეაპოლელები პოლონელის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა ყველა შემოსული წინადადება უარყო. ახლა, მილიკს მოუწევს გუნდისგან განცალკევებით ვარჯიში მომავალი წლის იანვრამდე, როცა ისევ გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა.

"ნაპოლიმ| მილიკი "აიაქსიდან" 2016 წელს 33 მილიონ ევროდ შეიძინა. მას შემდეგ, პოლონელმა 122 მატჩში 48 გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით