ლუკაკუ: "გოლს "A" ნიშნით სწორედ ამიტომ აღვნიშნავ"

12-10-2020, 15:37

მილანის "ინტერისა" და ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, La Gazzetta dello Sport-ის წარმომადგენლებთან საკუთარი რთული წარსული გაიხსენა.

"მშობლები სხვა ადამიანების მიმართ პატივისცემის გამოხატვას ყოველთვის მასწავლიდნენ. ყველას უნდა მივსალმებოდი და საუბრისას მათთვის თვალებში უნდა მეყურებინა".

"როდესაც მამამ პროფესიონალური კარიერა დაასრულა, მე 6 წლის ვიყავი და დედას დიაბეტი დაუდგინდა. რთული წლები იყო, ფული არ გვქონდა და დედა რესტორანში მუშაობდა. მე და ჩემი ძმა მატჩების შემდეგ მასთან დასახმარებლად მივდიოდით ხოლმე. მშობლები არ სადილობდნენ ხოლმე, რათა მე და ჩემს ძმას გვეჭამა"..

"ყოველთვის, როდესაც გოლი გამაქვს, „A“ - ნიშანს ვაკეთებ. ადოლფინა დედაჩემია და მის გარეშე არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ", - განუცხადა ბელგიელმა-ს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით