მარტინესის აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა

12-10-2020, 15:24

მადრიდის „რეალის“ სამიზნე, ლაუტარო მარტინესი ამ სეზონს კვლავ მილანის „ინტერში“ გაატარებს.

მისმა აგენტმა, ალბერტო იაქემ, არგენტინელი ფორვარდის მომავალზე ისაუბრა:

„მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მისი ყიდვა „ბარსელონას“, „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ სურდათ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ხოლო ლაუტაროს გუნდთან კიდევ 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს."-განაცხადა მან.

მისი გადაბირების ყველაზე რეალური კანდიდატი „ბლაუგრანაა“, თუმცა ლაუტაროს მიმართ ინტერესს არც მადრიდელები კარგავენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით