ვინ არის 15 წლის ფეხბურთელი, რომელიც "დორტმუნდა" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა

14-10-2020, 18:14

როგორც "დორტმუნდის" სპორტულომა დირექტორმა მიხაელ ცორკა განაცხადა, კლუბდმა გადაწყვიტა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში 15 წლის იუსუფ მუკოკო შეიყვანოს.

ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას მას შემდეგ მიიღებს, რაც 16 წელი შეუსრულდება. ეს 20 ნოემბერს მოხდება. ის შეიძლება გახდეს ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, თუ 24 ნოემბერს "ბრიუგეს" წინააღმდეგ გავა მოედანზე.

მუკოკოს "დორტმუნდის" ახალგაზრდულ გუნდებში ჩატარებულ 86 მატჩში 128 გოლი აქვს გატანილი. აგვისტოდან მოყოლებული, ფორვარდი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მუკოკოს გამო, ბუნსდელიგამ მატჩებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ლიმიტი ქვემოთ დასწია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

კალაძე 12 ნოემბრის ღამეს დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით