ერლინ ჰოლანდი ზაფხულში ევროპულ გრანდში გადავა

15-10-2020, 18:13

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca უმნიშვნელოვანეს სიახლეს ავრცელებს. მოგეხსენებათ, "რეალი" დიდი ხანია ცდილობს ჰალანდის და მბაპეს გუნდში მოყვანას, რასაც 2021 წელს შეეცდება.

ფრანგი ფეხბურთელი დიდი ხანია "ბლანკოსის" სამიზნეა, ხოლო ჰალანდი რადარებზე მოულოდნელად გამოჩნდა და დიდი ყურადღებაც მიიპყრო.

ჰალანდის გადმობირებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს მარტინ ოდეგორს, რომელიც ნორვეგიის ნაკრებში მისი თანაგუნდელია.

უტრანსფერო ზაფხულის შემდეგ, თითქმის შეუძლებელია, რომ "რეალმა" ჩვეული სენსაციური ტრანსფერი არ განახორციელოს.

საბოლოოდ, "რეალი" არჩევანს დიდი ალბათობით, ჰაალანდზე შეაჩერებს. ნორვეგიელის გადმობირება ბევრად დაბალ ფასშია შესაძლებელი და ასევე, ის ნატურალური ფორვარდია, მბაპესგან განსხვავებით.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

გრიგალავა ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით