ლაუტარო მარტინესი ბარსელონაში მესისთან ერთად ჩავიდა

15-10-2020, 19:31

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებულად დაიწყო.

"ალბისელესტემ" ჯერ ეკვადორს მოუგო შინ, შემდეგ კი ბოლივიაში ურთულესი 3 ქულა აიღო სტადიონზე, სადაც 15 წელიწადი არ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული.

ახლა კი "თეთრ-ცისფრების" წევრები კლუბებს დაუბრუნდებიან.

Diario Gol წერს, რომ ვერცხლისქვეყნელთა კაპიტანი, ლეო მესი უკვე ბარსელონაშია.

წყაროს თანახმად, "ლა პულგა" იქ "ბლაუგრანას" სამიზნესთან, ლაუტარო მარტინესთან ერთად ჩაფრინდა.

მოგეხსენებათ, რომ 22 წლის თავდამსხმელით "ბარსა" მთელი ზაფხულის განმავლობაში ინტერესდებოდა, მაგრამ ის მაინც მილანის "ინტერში" დარჩა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით