ხიზანიშვილი: "ბიჭებს მოტივაცია დიდი აქვთ, თუმცა ქომაგებმა ეს უნდა გავაკეთოთ"

15-10-2020, 21:18

ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება. ერთა ლიგის ფინალი 12 ნოემბერს შედგება, სადაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ამ შეხვედრის მასპინძელი თბილისი, ბორის პაიჭაძის დინამო არენა იქნება.

როგორც იცით, ფინალამდე, საკვალიფიკაციო პლეი-ოფის მატჩი ბელარუსის წინააღმდეგ (1:0), თბილისში მაყურებლის გარეშე შედგა.

უმნიშვნელოვანესს მატჩს და მაყურებლის დასწრება-არ დასწრების საკითხს საქართველოს პირველი არხის ეთერით ზურაბ ხიზანიშვილი გამოეხმაურა.

"მოგეხსენებათ, ფეხბურთელისთვის გულშემატკივრის ერთი შეძახილი რამხელა სტიმულია. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი ისეთი შეხვედრა იქნება, რომ სტადიონზე გასულ ფეხბურთელს მოტივაციის ნაკლებლობა არ ექნება, მაგრამ გულშემატკივრის ფაქტორი უნიშვნელოვანესი იქნება.

სტადიონის გარეთ, მუშტაიდში თუ ქუჩაში ათასობით ადამიანი ერთმანეთის გვერდიგვერდ რომ დგას, ამას სჯობს სტადიონზე შეკრება დისტანციის დაცვით მოხდეს. ეს ჩემი აზრია", - განაცხადა ხიზანამ.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი დინამო არენაზე 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით