• 18-06-2023
    სატურნირო მდგომარეობა! - რომელ ადგილს იკავებს საქართველო A ჯგუფში
    სატურნირო მდგომარეობა! - რომელ ადგილს იკავებს საქართველო A ჯგუფში

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა გიორგი მიქაუტაძის და ზურიკო დავითაშვილის გოლების სტუმრად კვიპროსის ნაკრებს სძლია.

    ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. “ჯვაროსნებს” 4 ქულა აქვთ და ესპანეთს 1 ქულით უსწრებენ.

    შოტლანდიამ ნორვეგიასთან გამარჯვების შემდეგ მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და ამჟამად 9 ქულა აქვს.

    მომდევნო ტურის შეხვედრაში ერთმანეთს სწორედ საქართველო და შოტლანდია დაუპირისპირდებიან, ამ შეხვედრაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო 7 ქულას დააგროვებს და კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის შანსები გაიზრდება.


    Facebook კომენტარები