მაკედონიელი მწვრთნელი: "ქართველებო, პირობას გაძლევთ, ასე ვიზამთ"

16-10-2020, 13:36

ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო კლუბის "ვარდარის" მწვრთნელმა ალეკსანდარ ვასოსკიმ ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალზე ისაუბრა, რომელშიც მისი ქვეყნის ნაკრები თბილისში საქართველოს დაუპირისპირდება.

"საქართველო ადვილი მეტოქე არაა, ეს წინა ორმა შეხვედრამაც გამოაჩინა. ვფიქრობ, თბილისში დიდი ბრძოლა გველის, თუმცა ქართველებს ვპირდები, რომ ჩვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ სანუკვარი მიზნისთვის".

"დიდი შანსი გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ამისთვის ყველა ფეხბურთელის ჯანმრთელად და ფორმაში ყოფნა გვჭირდება. 12 ნოემბერს გამარჯვებს მივაღწევთ, ამ სიხარულს 30 წელია ველით". - განაცხადა ვასოსკიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით