ქინქლაძე: "მესი თუ ზიდანი? არჩევანს ყოველთვის მასსზე ვაჩერებ"

16-10-2020, 15:43

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ, რომელსაც "მანჩესტერ სიტიში" ბრწყინვალე პერიოდი აქვს გატარებული, გადაცემა "ფეხბურთის დროში" სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

ქინქლაძე, ქართული ფეხბურთის გარდა, უცხოურსაც შეეხო და "ბარსელონას" ათიანი, ლეო მესიც ახსენა. გიორგიმ "ლა პულგა" თავისთვის გამორჩეულ მოთამაშეებში დაასახელა.

"ამ ეპოქიდან სწორედ მესის გამოვარჩევდი. ის თუ ზიდანი? ფრანგი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა, ის ნამდვილი პროფესორი იყო, თუმცა მაინც ლეოს ვარჩევდი. ისე, მესიზე რაღაც მახსენდება..." - განაცხადა ქართველმა ლეგენდამ.

ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ქინქლაძემ "ლა პულგა", ხუმრობით, საკუთარ თავს შეადარა. ფეხბურთის ქომაგები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ გიორგი ნიჭით მართლაც არგენტინელს უტოლდებოდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით