როგორია თორნიკე ოქრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ბოლო ცნობები

16-10-2020, 18:04

როგორც მოგეხსენებათ, თორნიკე ოქრიაშვილმა სანაკრებო თამაშებში ტრავმა მიიღო და ჯერ უცნობია, მოედანს როდის დაუბრუნდება.

შემტევმა ნახევარმცველმა ბელარუსთან ევრო2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩიც ჩაატარა და სომხეთთან ერთა ლიგის მესამე ტურშიც და ორივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. თუმცა, სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან არ უთამაშია.

"თორნიკე ოქრიაშვილთან დაკავშირებული ვითარება ჯერ გაურკვეველია. "ანორთოსისის" შემტევის თამაში მომდევნო ტურის მატჩში ეჭვს იწვევს. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან არ მონაწილეობდა".

"გუნდში ფეხბურთელს ელოდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მას სერიოზული არაფერი სჭირს, რადგან თემურ ქეცბაიას მასზე დიდ იმედს ამყარებს", - წერს კვიპროსული გამოცემა.

გამოცემის თქმით, თორნიკე ოქრიაშვილი უკვე კვიპროსშია და ექიმების დასკვნას ელის. ტრავმა მძიმე არაა და გამორიცხული არა არის, რომ თორნიკემ გუნდთან ერთად პარასკევს ივარჯიშოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით