"ინტერს" დერბიმდე სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს

16-10-2020, 16:16

იტალიის სერია ა-ს მეოთხე ტურში მილანური დერბი გაიმართება, რომელშიც "ინტერი" "მილანს" დაუპირისპირდება.

მატჩამდე მცირე ხნით ადრე "ნერაძურის" რიგებში სერიოზული საკადრო პრობლემებია. გუნდს ტრავმების გამო რამდენიმე ლიდერი ვერ დაეხმარება.

პირველ რიგში აღსანიშნავია ალექსის სანჩესის დაზიანება. ჩილელმა ვინგერმა ტრავმა სანაკრებო მატჩის დროს მიიღო და მისი თამაში "დერბი დე ლა მადონინინაში" გამორიცხულია.

დიდი ალბათობით, "ინტერს" ასევე ვერ დაეხმარება მილან შკრინიარი, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებს. მის გარდა გუნდის ლაზარეთში ასევე რაჯა ნაინგოლანი და რობერტო გალიარდინიც იმყოფებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით