დიდი დარტყმა საქართველოს ნაკრებისთვის

16-10-2020, 20:39

გრაცის "შტურმის" მთავარი მწვრთნელი კრისტიან ილცერი გულდაწყვეტილია, რადგან  სანაკრებო მატჩების შემდეგ გუნდს ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებული უბრუნდება და ავსტრიის თასზე "ჰოენემსთან" მატჩის გამართვა ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშის გარეშე მოუწევს.

"მე ვუყურე საქართველოს ნაკრების მატჩს. ოთარი ტრავმის გამო მოედნიდან მეშვიდე წუთზე გამოვიდა. მან ტელეფონზე მითხრა, რომ შემაერთბელ კუნთებთან საშინელი ტკივილი იგრძნო".

"კიტეიშვილს კუნთი გაუწდა - დიაგნოზი დადასტურებულია და ფლეიმეიკერს დასვენება და მკურნალობა ექვსი კვირის განმავლობაში მოუწევს".

"საერთოდ, ბოლო დროს, ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი სერიოზულად დაშავდა, თანაც ძალიან მოკლე დროში. ეს ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კრისტიან ილცერიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით