ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო

17-10-2020, 19:26

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რუსეთის პრემიერლიგის შეხვედრა, რომელშიც ყაზანის "რუბინი" "კრასნოდარს" ესტუმრა და 3:1 დამარცხდა.

ყაზანელთა რიგებში მეორე ტაიმში, შეცვლიდან დაიწყო თამაში გუნდის ქართველმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ. თუმცა, 86-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა ის კვლავ მინდვრიდან გაიყვანა. მიზეზი ტრავმაა.

ქართველმა ფეხბურთელმა დაზიანება მატჩის მიმდინარეობის დროს მიიღო, რის გამოც სლუცკიმ მისი შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ მომენტისთვის უცნობია, ზუსტად რა სიმძიმის არის დაზიანება. იმედს ვიტოვებთ, რომ ხვიჩა ჩრდ. მაკედონიასთან მატჩამდე მოახერხებს დაბრუნებას.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით