25 მილიონი ევრო ტრანსფერისთვის - რუსები კვარაცხელიაზე სუპერ ამბავს წერენ

17-10-2020, 20:09

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპსი ჩემპიონატზე გასვლის ბრწყინვალე შანსი აქვს. როგორც ჩანს ამ შედეგით ყაზანის "რუბინიც" სერიოზულად იხეირებს.

ერთ-ერთი რუსული გამოცემა საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობას ურჩევს, რომ 19 წლის ვინგერი სეზონის დასრულებამდე არ გაუშვას და მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაყიდოს.

მათი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე იასპარეზებს, მაშინ ხვიჩას ფასი ერთი-ორად გაიზრდება და 25 მილიონ ევროს მიაღწევს.

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი დიდი ტურნირია, რომელსაც არაერთი გუნდის სკაუტი დააკვირდება. შესაბამისად, აქ გრანდების დიდი ნაწილი დაინახავს კვარაცხელიას ბრწყინვალე ტალანტს და ამ შემთხვევაში მისი გაყიდვა უფრო სარფიანად მოხდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით