სასაცილოც აღარაა. რატომ დასცინეს რუსებმა თორნიკე შენგელიას

17-10-2020, 20:16

მოსკოვის "ცსკაში" გადასვლის შემდეგ თორნიკე შენგელიას კარიერა ცუდად აეწყო. მისმა გუნდმა ევროლიგაზე მორიგი მარცხი განიცადა, თავად კი ისეთი სტატისტიკის ჩვენებას ვეღარ ახერხებს, როგორიც "ბასკონიაში" ჰქონდა.

ერთ-ერთმა რუსულმა გამოცემამ შენგელიას შესახებ ირონიული სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ "არმიელთა" რიგებში ქართველი ფორვარდის ადგილი არ არის.

მათი აზრით, "ცსკას" მთავარი მწვრთნელი გუნდში თორნიკე შენგელიას როლს საკმარისად ვერ ხედავს, რის გამოც მის პოტენციალს სრულად კლავს და ვერ აძლევს მისი გამოვლენის საშუალებას.

ავტორის აზრით, გამოსავალი მხოლოდ ორია, ან კლუბმა მთავარი მწვრთნელი და სათამაშო სტილი გამოცვალოს, ან სულაც თორნიკე შენგელია გაასხვისოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით