რუბინის მწვრთნელის განცხადება კვარაცხელიას ტრავმაზე

17-10-2020, 20:52

"კრასნოდართან" შეხვედრის დროს ყაზანის "რუბინის" ქართველმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაცვლელი შეიქნა.

მატჩის დასრულების შემდეგ ყაზანელთა მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის ქართველი ფეხბურთელის ტრავმაზე კითხვა დაუსვეს, რაზეც მან შემდეგნაირი პასუხი გასცა.

"ხვიჩას დღევანდელ შეხვედრაში არსებითად საერთოდ არ უთამაშია. რა თქმა უნდა, მისი დაზიანება გუნდის თამაშზე აისახა." - განაცხადა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ "რუბინი" კვარაცხელიას გარეშე დღეს ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით