"გენტის" მწრთვნელი: "ჩაკვეტაძეს ფსიქოლოგიურად ვამუშავებთ"

17-10-2020, 22:33

ბელგიური "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა „გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"თამაში გიორგი ჩაკვეტაძისთვის ჯერ ნაადრევია. მას მუხლზე პრობლემები კვლავ აქვს. მაგრამ, დადებითი მხარე ისაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მისი დაზიანება ვერ გაუარესდება. მასთან ძირითადად ფსიქოლოგიურ დონეზე ვმუშაობთ", - აღნიშნა დე დეკერმა.

ჩაკვემ ტრამვა ზუსტად ერთი თვის წინ ვენის "რაპიდთან" შეხვედრაში მიიღო, როდესაც დრიბლინგით პენალტი მოიპოვა, მაგრამ დაშავდა.

მას შემდეგ ერთხელ ითამაშა კიდეც, ეროვნულ ნაკრებსაც შეუერთდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ დაზიანება მორჩენილი არ იყო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით