ზიდანი: "ის ჩემი მოთამაშე არ არის, მაგრამ უდავოდ ძალიან მაგარია"

17-10-2020, 22:48

მადრიდის "რეალის" დამრიგებელმა ზინედინ ზდანმა მედიის წარმომადგენლებთან ცენტრფორვარდის საჭიროების შესახებ ისაუბრა და სავარაუდო კანდიდატბიც განიხილა.

ესპანური გრანდის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე ერლინგ ჰაალანდია. ნორვეგიელი ფეხბურთელი დორტმუნდის "ბორუსიაში" ძალიან კრგად გამოიყურება და ბევრი მსურველიც ჰყავს.

"ჰაალანდი ჩემი მოთამაშე არ არის, მაგრამ იგი ძალიან კარგია. სხვა რისი თქმა შემიძლია? ყოველთვის ბევრი ჭორია და საუბარი არ მაქვს მხოლოდ მბაპეზე. ეს გავლენას არ მოახდენს ჩვენს შემადგენლობაზე. სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ახლა ამ გუნდით მოგვიწევს ბოლომდე ბრძოლა", - განაცხადა ზიდანმა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით