სულშერი: "ის კლუბიდან არ წავა"

17-10-2020, 22:56

"მანჩესტერ იუნაიტდის" მთავარმა მწრთვნელმა, ოლე გურან სულშერმა, მედიის წარმომადგენლებთან პოლ პოგბას მომავლის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

"ის ჩვენი ფეხბურთელია და აქ კიდევ ორი წლის განმავლობაში დარჩება".

"დარწმუნებული ვარ, რომ პოლი კლუბისთვის სიკეთის მოტანაზეა ორიენტირებული".

"ჩვენ გვსურს საუკეთესო პოლი ვნახოთ. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მისგან საუკეთესოს მივიღებთ", - განაცხადა სულშერმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით