"ელ კლასიკომდე" "რეალს" რამოსი გამოაკლდა

17-10-2020, 23:12

ესპანურ მედიაში "რეალის" გულშემატკივრისთვის არასასიამოვნო ცნობა გავრცელდა, რომელის მიხედვითაც, "სამეფო კლუბის" მცველმა და კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ლიგის მე-6 ტურში "კადისთან" გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.

რამოსმა მეტოქის თავდამსხმელ ენტონი ლოსანოსთან შეჯახების შედეგად მარცხენა ფეხის მუხლი დაიზიანა. ორივე მათგანი შესვენებაზე შეცვალეს.

მოგეხსენებათ, ერთ კვირაში, 24 ოქტომბერს, "რეალი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა "ელ კლასიკოში" მადრიდელთა კაპიტანი მონაწილეობის მიღებას.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით