ლევანდოვსკის საოცარი მიღწევა ბუნდესლიგაში

17-10-2020, 22:56

ბუნდესლიგის მეოთხე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბიელფილდის "არმინიას" სტუმრობს.

შეხვედრის პირველ ტაიმში "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლის შესრულება მოახერხა, რითაც კიდევ ერთი ბრწყინვალე მიღწევა დაამყარა.

კერძოდ, პოლონელ თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში უკვე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილე ყველა, თვრამეტივე გუნდის კარში აქვს გოლი გატანილი.

მოგეხსენებათ, "არმინია" გერმანიის პირველ ლიგაში მიმდინარე სეზონში აღზევდა და როგორც ხედავთ, პოლონელმა პირველივე მატჩში შეძლო მათი კარის დალაშქვრა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით