ბაიერნმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

18-10-2020, 01:04

ბუნდესლიგის მეოთხე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბიელფილდის "არმინიას" ესტუმრა და ანგარიშით 1:4 დაამარცხა.

ამ მატჩის წყალობით მიუნხენურმა გრანდმა მორიგი, ახალი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, "ბაიერნს" ბუნდესლიგის საწყის ოთხ ტურში უკვე 17 გოლი აქვს გატანილი. მსგავსი შედეგი კი ჩემპიონატის სტარტზე ისტორიაში არცერთ კლუბს არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" ამ ტურებში 4-4 გოლი გაუტანა "ჰერტასა" და "არმინიას", "შალკეს" კარი სულაც 8-ჯერ დალაშქრა, "ჰოფენჰაიმთან" კი ანგარიშით 4:1 დამარცხდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით