ოფიციალურად: კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

18-10-2020, 13:20

რუსეთის პრემიერ ლიგის მეთერთმეტე ტურში, რუბინი კრასნოდარს ესტუმრა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

სტუმრების მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დატოვა და ქართველი შეხვედრაში მხოლოდ 59-ე წუთზე ჩართო. 86-ე წუთზე 19 წლის ფეხბურთელმა მოედანი დატოვა, რისი მიზეზიც ტრავმა გახლდათ.

არსებული ინფორმაციით, მას კოჭ-წვივის მცირე დაზიანება აქვს, რომელიც საგანგაშო არაა და იგი სრულფასოვან ვარჯიშს მალე შეუდგება.

მიმდინარე სეზონში "რუბინის" მაისურით ხვიჩამ 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესაძლო კოშმარი საქართველოსთვის მაკედონიასთან მატჩის წინ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით