სუარესი "ატლეტიკოში" ბრწყინვალე შედეგების დაფიქსირებას განაგრძობს

18-10-2020, 19:21

მადრიდის "ატლეტიკომ" მორიგი მატჩი გამართა, სუარესმა კი მადრიდული კლუბის მაისურით მესამე გოლის გატანა შეძლო.

OptaJose-ს ცნობით, ურუგვაელი ფორვარდისთვის ეს ლა ლიგაში რიგით 150-ე გატანილი გოლია, რისთვისაც მას 195 მატჩი დასჭირდა.

სუარესზე ცოტა მატჩი მხოლოდ კრისტიანო რონალდუს დასჭირდა, მან იგივე შედეგი 140 მატჩის შემდეგ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა "ბარსელონა" წლევანდელი სეზონის წინ დატოვა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

გრიგალავა ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით