"ატლეტიკო" მიუნხენში დიდი დანაკლისით ჩადის

18-10-2020, 19:43

21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" ჩაერთვება, რომელიც საკუთარ კედლებში მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს.

ესპანური გრანდი მიუნხენში დიდი დანაკლისით ჩავა. "როხიბლანკოს" მომავალ დაპირისპირებაში გუნდის ლიდერი, დიეგო კოშტა ვერ დაეხმარება.

გამოცდილმა თავდამსხმელმა დაზიანება ლა ლიგის გასულ ტურში, ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ მიიღო და მისი დაბრუნება მომდევნო თამაშამდე გამოირიცხა.

კოშტას გარდა მადრიდელებს ასევე არ ეყოლებათ მცველები, სიმე ვრსალკო და ხოსე მარია ხიმენესი, რომლებიც ასევე ტრავმირებულები არიან. თავის მხრივ "ბაიერნს" ლეროი სანე ვერ დაეხმარება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

MLS-ში კვარაცხელიათი დაინტერესდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით