ქეცბაიას მორიგი შოუ მედიასთან

18-10-2020, 21:09

კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში, გასვლაზე "ნეა სალამინასთან" მოპოვებუი გამარჯვების შემდეგ, ფამაგუსტას "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მოწყობილმა პრესკონფერენციამ მორიგი ხმაური გამოიწვია.

თემურ ქეცბაია პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვებს თითო სიტყვით პასუხობდა.

ქართველმა მწვრთნელმა, რომელიც მედიაცენტრში ნიღბით გამოჩნდა, თამაში ასე შეაფასა – "ისევ ყველაფერი კარგადაა".

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია მიმდინარე სეზონზე პრესკონფერენციის ფაქტობრივი უგულველყოფისთვის კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ სამჯერ დასაჯა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ევრო 2020-ზე გასვლა კვარაცხეილიას ფასს 25 მილიონ ევრომდე გაზრდის

დაგვიმეგობრდით