რატომ გადაიდო "დინამო" - "ლოკომოტივის" შეხვედრა? - ოფიციალური განცხადება

18-10-2020, 23:46

"დინამო თბილისმა" "ლოკომოტივთან" ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩის გადადებაზე განცხადება გაავრცელა.

"დღევანდელი დერბი გადაიდო - შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო".

"დინამოში" ბოლოს აღებული ტესტებით მთლიანად გუნდს და სტაფს ნეგატიური პასუხი მოუვიდა. ასევე ნეგატიურია აკადემიაში ბოლოს აღებული ტესტებიც და აკადემია ორშაბათიდან წესების სრული დაცვით ვარჯიშებს განაახლებს", - ვკითხულობთ წერია "დინამო თბილისის" განცხადებაში.

დაუდასტურებელი ცნობებით, კორონავირუსი "ლოკომოტივის" მწვრთნელთა შტაბში დაფიქსირდა. მატჩი ჯანდაცვის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ევრო 2020-ზე გასვლა კვარაცხეილიას ფასს 25 მილიონ ევრომდე გაზრდის

დაგვიმეგობრდით