ბუფონის უნიკალური მიღწევა

18-10-2020, 23:58

ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პირველი ფეხბურთელია სერია ა-ს ისტორიაში, რომელმაც იტალიის უმაღლეს დივიზიონში 650-ე თამაში ჩაატარა.

ჯიჯიმ საიუბილეო მატჩი "კროტონესთან" (1:1) გამართა, სადაც მის კარში ნვანკვო სიმიმ პენალტი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "ბებერი სინიორას" ძირითად შემადგენლობაში ბუფონთან ერთად მყოფი დანარჩენი 10 ფეხბურთელიდან 7 დაბადებულიც არ იყო, როდესაც იტალიელ ლეგენდას სერია ა-ში დებიუტი ჰქონდა (1995 წელს, "პარმა" - "მილანის" შეხვედრაში).

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით