ვანდა ნარა ფორმაშია. სკანდალურმა ქალმა იტალიელი ქომაგები გამოიწვია

19-10-2020, 13:15

გასულ უქმეებზე იტალიაში დერბი დელა მადონინა ჩატარდა. მოსიხლე მტრების ბრძოლაში ამჯერად გამარჯვება "მილანს" დარჩა. "როსონერიმ" "ინტერი" 2:1 დაამარცხა.

"ნერაძურის" კარში 2 გოლის გატანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოახერხა, რომელიც ამჟამად 39 წლისაა და კვლავ აოცებს საფეხბურთო სამყაროს.

დერბის გამოეხმაურა "ინტერის" ყოფილი ფორვარდის მაურო იკარდის ცოლი ვანდა ნარა, რომელმაც შავ-ლურჯების ქომაგების გაღიზიანება სცადა:

"სიყვარულის გარეშე დერბი არ არსებობს. ვულოცავ გამარჯვებას ჩემს მილანელ მეგობრებს". - წერს ნარა ინსტაგრამზე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით