გამოცემა Sports-ის სიმბოლურში ორი ქართველი მოხვდა

19-10-2020, 15:38

ყაზახურმა გამოცემა Sports-მა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს.

"კიზილ ჟარას" 34 წლის კაპიტანმა შოთა გრიგალაშვილმა გასვლით მატჩში "ოკჟეტპესთან" ანგარიში 43-ე წუთზე გახსნა. თუმცა, გუნდს მისმა გოლმაც ვერ უშველა და 1:2 დამარცხდა. ეს მიმდინარე სეზონში ვეტერანი ქართველი ნახევარმცველის პირველი გოლია.

საქართველოს ნაკრებისა და "კაისარის" 28 წლის თავდამსხმელმა ლობჯანიძემ სტუმრად გამართულ შეხვედრაში თავის ყოფილ კლუბს, "ტარაზს" ორი გოლი გაუტანა.

მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ და 61-ე და 82-ე წუთებზე ლობჯანიძის შესრულებული დუბლით სტუმრებმა ქულა გადაარჩინეს.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფორვარდმა "კაისარში" 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ცნბილია, ვის დაუპირისპირდება "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგაზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით