"როტორის" მწრთვნელი: "დავითაშვილისგან მეტის მოთხოვნის უფლება არ მაქვს"

19-10-2020, 17:27

ვოლგოგრადის "როტორი" მთავარმა მწრთვნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა  რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში შინ "ტამბოვთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"მატჩის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იყო პენალტი, რომელიც "როტორმა“" პირველ ტაიმში ვერ გამოიყენა. დავითაშვილმა ვერ აჯობა რიჟიკოვს, რომელიც მასზე ორჯერ უფროსია. ზურიკო 19 წლისაა, "ტამბოვის" მეკარე კი - 40 წლისა".

"რატომ დაარტყა ქართველმა პენალტი? გვაქვს სია იმ მოთამაშეების, რომლებიც პენალტებსა და სტანდარტულ ჯარიმებს ასრულებს. პენალტზე ორი ვარიანტი იყო, ამჯერად ზურიკომ დაარტყა. ბიჭებთან პრეტენზია არ მაქვს. მათ ბოლომდე იბრძოლეს. თუმცა შეცდომები გვქონდა", - განაცხადა ალექსანდრ ხაცკევიჩმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით